რუსეთის მოქალაქეების გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 52 % საქართველოსადმი დადებითაა განწყობილი

რუსეთის მოქალაქეების გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 52 % საქართველოსადმი დადებითაა განწყობილი

რუსეთის მოქალაქეები ყველაზე დადებითად არიან განწყობილნი საქართველოს, ისრაელისა და ჩინეთისადმი. ასეთია კვლევითი ორგანიზაცია „Левада-центр“-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა 52% დადებითად არის განწყობილი საქართველოსადმი, 70% - ჩინეთისადმი, ხოლო 59% ისრაელისადმი.

ასევე აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 52%-მა უარყოფითი დამოკიდებულება გამოთქვეს აშშ-სადმი, 46%-მა კი ევროკავშირისადმი.

გამოკითხვის შედეგებმა ასევე აჩვენეს, რომ რესპონდენტთა 47%-ს არ მოსწონს უკრაინა.

გამოკითხვა რუსეთის 137 დასახლებულ პუნქტში ჩატარდა და მასში 1600 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხვის ცდომილება 3,4%-ს არ აღემატება.