გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ ისრაელს უფლება აქვს თავი დაიცვას მეზობელი ქვეყნებისგან მომავალი საფრთხეებისგან

გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ ისრაელს უფლება აქვს თავი დაიცვას მეზობელი ქვეყნებისგან მომავალი საფრთხეებისგან

გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ ისრაელს უფლება აქვს თავი დაიცვას მეზობელი ქვეყნებისგან მომავალი საფრთხეებისგან.

ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა, გასულ შაბათს ისრაელი-სირიის საზღვარზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენ ყოველთვის მტკიცედ ვაცხადებდით, რომ ისრაელს უფლება აქვს თავი დაიცვას თავდასხმებისგან“, - განაცხადა შტეფენ ზაიბერტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოფიციალური ბერლინის აზრით, თეირანი აგრესიულ პოლიტიკას ატარებს რეგიონში და წვლილი შეაქვს სირიაში სიტუაციის დესტაბილიზირებაში.