მოსკოვთან ახლოს ჩამოვარდნილი თვითმფრინავი დაცემის შემდეგ აფეთქდა, - ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ განაცხადა.
„გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ვარდნის მომენტში თვითმფრინავს ცეცხლი არ ეკიდა, აფეთქება ჩამოვარდნის შემდეგ მოხდა“, - განაცხადა პეტრენკომ.
ამასთან, სახელმწიფოთაშორისო საავიაციო კომიტეტის ინფორმაციით, ადგილზე ორივე ე.წ. შავი ყუთია ნაპოვნი.
„შავი ყუთების“ ჩანაწერების შინაარსი დაეხმარება ექსპერტებს ფრენის ისტორიის დეტალურად აღდგენაში და ჩამოვარდნის მიზეზის დადგენაში“, - დასძინა პეტრენკომ.