დავით სერგეენკო:  შეუძლებელია, რომ ოპოზიციის, ზურაბ ჭიაბერაშვილის მოსაწონი რაიმე გავაკეთოთ

დავით სერგეენკო: შეუძლებელია, რომ ოპოზიციის, ზურაბ ჭიაბერაშვილის მოსაწონი რაიმე გავაკეთოთ

შეუძლებელია, რომ ოპოზიციის, ზურაბ ჭიაბერაშვილის მოსაწონი რაიმე გავაკეთოთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პარლამენტში განაცხადა, სადაც ის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დეპუტატებს წელს დაგეგმილ ცვლილებებსაც გააცნობს.

"რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიციას, ზურაბ ჭიაბერაშვილს რაიმე არ მოსწონს, შეუძლებელია, რომ მისი მოსაწონი გავაკეთოთ, თუმცა დღევანდელ მოსმენაზე საშუალება მექნება, რომ ყველა აქტუალურ კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავცე", - განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, 2018 წელს მთავარი პრიორიტეტი იქნება მედიკამენტებით უზრუნველყოფა, „რომელზეც აუცილებლად იქნება შეჭიდული პირველადი ჯანდაცვის განვითარება და მედიკამენტების ხარისხის ახალი სისტემების იმპლემენტაცია“. 

რაც შეეხება "ევროპული საქართველოს" წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას მედიკამენტებთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია სადაზღვევო კომპანიების ჩართვა, დავით სერგეენკოს განცხადებით, ასეთ პროგრამებთან დაკავშირებით სადაზღვევო კომპანიები არაფერ შუაშია, რადგან ეს არის სახელმწიფო პროგრამა.

დავით სერგეენკოს განცხადებით, მას ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება არ მოუსმენია, თუმცა მინისტრის თქმით, ამ პროგრამით ათასობით ადამიანმა მიიღო შვება.
სერგეენკოს განცხადებით, აღნიშნული მედიკამენტების პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება.

სამწუხაროდ, მედიკამენტების პროგრამა, პრაქტიკულად, მხოლოდ ქაღალდზე დარჩა, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.