აშშ ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის. ამის შესახებ The Washington Post-თან ინტერვიუში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა.
მისი თქმით, ფხენიანთან მოლაპარაკებების პირველ ეტაპს სამხრეთ კორეა დაიწყებს, აშშ კი ამ პროცესს პოტენციურად მოგვიანებით შეუერთდება.
„აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ზეწოლა არ შესუსტდება მანამ, სანამ ისინი დენუკლეარიზაციის მიმართულებით სერიოზულ ნაბიჯებს არ გადადგამენ. მაქსიმალური ზეწოლის კამპანია გაგრძელდება და გაძლიერდება, მაგრამ თუ ჩრდილოეთ კორეას საუბარი სურს, ჩვენ ვისაუბრებთ“, - განაცხადა პენსმა.