გიორგი კვირიკაშვილი რუსეთში ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

გიორგი კვირიკაშვილი რუსეთში ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მოსკოვთან ახლოს მომხდარი ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

"დიდ მწუხარებას გამოვთქვამ მოსკოვთან მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც 71 მგზავრის დაღუპვა მოჰყვა. საქართველოს მთავრობის სახელით სამძიმარს ვუცხადებ და თანავუგრძნობ რუს ხალხს, დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და ამ განსაცდელისას გამძლეობას ვუსურვებ მათ", - ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში.

დღეს, დომოდედოვოდან ორსკში მიმავალი თვითმფრინავი პოდმოსკოვიეში ჩამოვარდა. ბორტზე 71 ადამიანი იმყოფებოდა. რუსული მედიის ცნობით, კატასტროფის შედეგად თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა.