ერთ-ერთი ვერსიით, მოსკოვთან თვითმფრინავი ვერტმფრენთან შეჯახების შედეგად ჩამოვარდა

ერთ-ერთი ვერსიით, მოსკოვთან თვითმფრინავი ვერტმფრენთან შეჯახების შედეგად ჩამოვარდა

რუსული მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჰაერში სამგზავრო თვითფრინავს „ან -148“-ს, რომელიც მოსკოვის მახლობლად, რამენსკის რაიონში ჩამოვარდა, ცეცხლი ეკიდა. შესაძლოა, საუბარი იყოს აფეთქებაზე.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე ვერტმფრენის ნამსხვრევებიც არის, რომელიც „რუსეთის ფოსტას“ ეკუთვნის. სააგენტოს ცნობით, აქედან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავი სიმაღლის აკრეფის მომენტში ვერტმფრენს შეეჯახა. აღნიშნული ვერსია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, შემთხვევის ადგილზე 167 მაშველი და 34 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს.