„სარატოვის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვის „დომოდედოვოს’ აეროპორტიდან „ორსკის მიმართულებით მიფრინავდა, ჩამოვარდა. ამის შესახებ „ინტერფაქსს“ წყარომ განუცხადა.
„თვითმფრინავი, სავარაუდოდ, სოფელ არგუნოვოსთან ჩამოვარდა. ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრების გადარჩენის შანსი არ არის“, - განაცხადა სააგენტოს წყარომ.
მანამდე, წყარომ „ინტერფაქსს“ აცნობა, რომ „ან-148“ ტიპის თვიტმფრინავი რადარებიდან გაქრა. ეკიპაჟთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ბორტზე 71 ადამიანი - 65 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.
თვითმხილველებმა ექსტრემალურ სამსახურებს პოდმოსკოვიეში, რამენსკის რაიონში თვითმფრინავის ვარდნის შესახებ შეატყობინეს.