აშშ-ს თეთრმა სახლა გუშინ, ისრაელ-სირიის საზღვართან მომხდარ ინციდენტზე განცხადება გააკეთა და ირანს მოუწოდა, რეგიონში პროვოკაციული ქმედებები შეწყვიტოს.
„ისრაელი აშშ-ს მტკიცე მოკავშირეა და ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელის უფლებას, თავი დაიცვას ჩრდილოეთ სირიაში იმ ძალებისგან, რომელსაც მხარს უჭერს ირანი. ჩვენ მოვუწოდებთ ირანს და მის მოკავშირეებს, შეწყვიტონ პროვოკაციული ქმედებები და ხელი შეუწყონ რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ისრაელ-სირიის საზღვარზე მომხდარ ინციდენტს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროც გამოეხმაურა. „ისრაელი ჩვენი ყველაზე ახლო პარტნიორია რეგიონში და ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელის განუყოფელ უფლებას თავისი თავი დაიცვას იმ საფრთხეებისგან, რომელიც მისი ტერიტორიისა და ხალხის წინაშე დგას. ჩვენ ვიზიარებთ იმ შეშფოთებას, რომ ირანის დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები საფრთხეს წარმოადგენს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადეს პენტაგონში.
გუშინ დილით ისრაელის სამხედრო ვერტმფრენმა გოლანის მაღლობებთან ირანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, რომელიც ისრაელის ტერიტორიაზე სირიიდან შევიდა. ისრაელის თავდაცვის არმიამ საპასუხოდ ირანულ სამიზნეებზე მიიტანა შეტევა სირიაში და ირანული უპილოტო საფრენი აპარატის საკონტროლო პუნქტი გაანადგურა. ამის შემდეგ ისრაელის გამანადგურებლის მიმართულებით სირიის საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე საზენიტო რაკეტა გაუშვა. ერთ-ერთმა პილოტმა მძიმე დაზიანებები მიიღო.