მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხორციელის კვირას, საშინელი სამსჯავროს ხსენებას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხორციელის კვირას, საშინელი სამსჯავროს ხსენებას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხორციელის კვირას, საშინელი სამსჯავროს ხსენებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. 

დიდმარხვის დაწყებამდე ეკლესია მორწმუნეებს უფლის საშინელ სამსჯავროს ახსენებს, რომლის წინაშეც ყველას მოუწევს წარდგომა. საშინელ სამსჯავროზე ადამიანები მათი საქმეების მიხედვით განიკითხებიან და ჯოჯოხეთში ან სამოთხეში საუკუნო განსასვენებელს ჰპოვებენ.

დღეს ასევე ხორცის აკრეფა მოხდება, რომლის შემდეგაც მარხვის დაწყების მსურველებს ხორცის მიღება აღარ შეეძლებათ. 

საეკლესიო კალენდრით, ხორციელის კვირას შემდეგ ყველიერის კვირა მოსდევს, რომლის დროსაც ეკლესიური ადამიანები კვირის განმავლობაში მხოლოდ რძის პროდუქტებს მიიღებენ. 

წელს დიდმარხვა 19 თებერვალს დაიწყება და 8 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.