ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან 13 თებერვლამდე, მთელი საქართველოს მასშტაბით წვიმაა მოსალოდნელი, მაღალმთაში კი - თოვლი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სინოპტიკოსები 11 და 12 თებერვალს დასავლეთ საქართველოში ქარს პროგნოზირებენ.
მათივე ინფორმაციით, ზოგ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი, მაღალმთიან რეგიონებში - ქარბუქი, ხოლო ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.