აშშ ავღანეთში ვითარებას უფრო ნათელ ფერებში ხატავს, ვიდრე სინამდვილეშია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გაერო-ში რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ განუცხადა.
„ჩვენ სურათს ბევრად უფრო ნათელ ფერებში გვიხატავენ, ვიდრე სინამდვილეშია. ვიცით, რომ „თალიბანი“ ჯერ კიდევ აკონტროლებს ქვეყნის ტერიტორიის ნახევარს, არ ჩანს დიალოგის ან ვითარების დარეგულირების პერსპექტივა, ამერიკელები კი კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრას ემხრობიან, რაც არ ამართლებს“, - განაცხადა ნებენზიამ.
„ავღანეთი „ისლამური სახელმწიფოს“ ახალი პლაცდარმი ხდება. ეს აშფოთებს ჩვენს კოლეგებს ცენტრალური აზიიდან და გვაშფოთებს ჩვენც“, - განაცხადა ნებენზიამ და აღნიშნა, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა პოლიტიკური დიალოგი დაიწყოს ქვეყნის შიგნით, მაშინ როცა ამერიკელები ფსონს აკეთებენ სამხედრო საშუალებებზე.
„ამერიკელები ამბობენ, რომ მათი მიზანია პირველ რიგში ჰაერიდან ზეწოლის გაძლიერება ტერორისტულ დაჯგუფებებზე. ისინი გვარწმუნებენ, რომ ერთი წლის განმავლობაში ავღანეთში დიდი სამხედრო წარმატებების მიღწევას აპირებენ“, - განაცხადა ნებენზიამ.