სააკაშვილის დაკავების არანაირი მცდელობა არ ყოფილა - ეს წმინდა წყლის საინფორმაციო პროვოკაციაა

სააკაშვილის დაკავების არანაირი მცდელობა არ ყოფილა - ეს წმინდა წყლის საინფორმაციო პროვოკაციაა

არც ერთი სამართალდამცავი ქვედანაყოფი კიევის სასტუმროში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დასაკავებლად არ მისულა, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ზორიან შკირიაკმა განაცხადა.

„არც ერთი სამართალდამცავი ქვედანაყოფის სპეცრაზმი გუშინ იქ არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. სააკაშვილის დაკავების არანაირი მცდელობა არ ყოფილა. ისინი „ალფას“ ფოტო ან ვიდეომასალას ვერ წარმოადგენენ. ეს წმინდა წყლის საინფორმაციო პროვოკაციაა“, - დაწერა შკირიაკმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

მისი თქმით, სააკაშვილის პიარსამსახურმა ეს ყურადღების მიპყრობის მიზნით დაგეგმა.

„სააკაშვილის საკითხი მხოლოდ უკრაინული კანონებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით გადაწყდება“, - დასძინა შკირიაკმა.