ოსური მედიის ინფორმაციით, რუსეთში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ელჩი ირანის საელჩოში დიპლომატების მიღებას დაესწრო

ოსური მედიის ინფორმაციით, რუსეთში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ელჩი ირანის საელჩოში დიპლომატების მიღებას დაესწრო

რუსეთში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ელჩმა ზნაურ გასიევმა რუსეთში ირანის საელჩოში ისლამური რევოლუციის გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ დიპლომატიურ მიღებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ოსური მედია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის „საელჩოს“ პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს. 

მათი განცხადებით, გასიევი მიღებას რუსეთში ირანის ელჩის მეჰდი სანაის მიწვევით დაესწრო.

”ზნაურ გასიევმა მეჰდი სანაის ეროვნული დღესასწაული მიულოცა და ირანელ ხალხს წარმატება და კეთილდღეობა უსურვა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.