პენტაგონში რუსეთის ფედერაციის მიერ „ისკანდერის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსების კალინინგრადის ოლქში განლაგებას დესტაბილიზაციის შემომტანი სამწუხარო ფაქტი უწოდეს.
„კალინინგრადის რეგიონში ახლო სიშორის ბალისტიკური რაკეტების განლაგება ამ იარაღის საიერიშო დანიშნულებისა და ნატოს-ს მოკავშირეების ქვეყნებთან სიახლოვის გათვალისწინებით მწუხარებას იწვევს და დესტაბილიზაციის შემომტანი ნაბიჯია“, - განაცხადა ТАСС-თან საუბრისას აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ჯონ მაიკლმა.
მისი თქმით, მართალია ამით არ ირღვევა რაიმე ორმხრივი შეთანხმება აშშ-სა და რუსეთს შორის, თუმცა, ასეთი იარაღის განლაგება რუსეთსა და მის მეზობლებს შორის მხოლოდ დაძაბულობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
„ჩვენ შემდეგშიც დავაკვირდებით ნებისმიერი რაკეტის განლაგებას და ამას შესაბამის შეფასებას მივცემთ“, - განაცხადა ჯონ მაიკლმა.