უკრაინელი დეპუტატი იური დერევიანკო გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება იმის თაობაზე, რომ კიევში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში „ალფას“ სპეცრაზმი მიხეილ სააკაშვილის დასაკავებლად იყო მისული.
„სასტუმრო „ალფაში“ შეიარაღებული სპეცრაზმი იყო მოსული. თუმცა, ჩვენმა აქტივისტებმა მათ ხელი შეუშალეს ამაში. სპეცრაზმმა შემდეგ დატოვა სასტუმრო. მათ არანაირი სამართლებრივი საბუთი არ ჰქონდათ სასტუმროს ტერიტორიაზე ყოფნის, რაზეც მათ მიუთითეს“, - განაცხადა იური დერევიანკომ.
მისი თქმით, დღეს მიხეილ სააკაშვილი პრესკონფერენციას გამართავს და ისაუბრებს დღვანდელი ინციდენტის დეტალებზე.