კიევში, იმ სასტუმროსთან, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, სპეცრაზმია მობილიზებული, - ამის შესახებ სააკაშვილის თანაგუნდელი დავით საყვარელიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„სასტუმრო Fairmont Grand Hotel Kyiv-თან პოროშენკომ სპეცრაზმი „ალფა“ გამოაგზავნა მიხეილ სააკაშვილის წასაყვანად. ყველანი იქ მივდივართ“, - წერს დავით საყვარელიძე.