აშშ-ს მცედელობა იზოლაციაში მოაქციოს რუსეთი და მისგან მართული სახელმწიფო შექმნას, კრახისთვისაა განწირული

აშშ-ს მცედელობა იზოლაციაში მოაქციოს რუსეთი და მისგან მართული სახელმწიფო შექმნას, კრახისთვისაა განწირული

აშშ-ს მცედელობა იზოლაციაში მოაქციოს რუსეთი და მისგან მართული სახელმწიფო შექმნას, კრახისთვისაა განწირული, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ვაშინგტონის მიერ დაწყებული ანტირუსული კამპანია ყბადაღებულ თემად იქცა და უპრეცედენტო მასშტაბს მიაღწია. ამის მიზანია კვლავ აქციონ რუსეთი მართულ სახელმწიფოდ. ასეთი მცდელობები კრახისთვისაა განწირული. რუსეთის იზოლირება და მისთვის პრინციპებზე უარის თქმის იძულება, მათი პრობლემების ჩვენს ხარჯზე გადაჭრა არ გამოვა“, - აღნიშნა ლავროვმა.

მანვე ყურადღება გაამახვილა, რომ ისტორიის განმავლობაში რუსეთი არაერთხელ დამდგარა საგარეო გამოწვევის წინაშე, რაც „წარმატებით გადალახეს მშობლიური დიპლომატიური სამსახურის აქტიური მონაწილეობით“.

„ასე იქნება ახლაც“, - დაამატა ლავროვმა.