აშშ არ აპირებს თურქეთთან დათმობაზე წასვლას და სირიაში მანბიჯიდან ამერიკული დანაყოფების გამოყვანას, - ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა განაცხადა.
„რაც შეეხება მანბიჯთან დაკავშირებით აშშ-ზე თურქეთის მხრიდან ზეწოლას, სიტუაცია არ შეცვლილა. ჩვენ გაგებით ვეკიდებით იმ შეშფოთებას, რომელიც თურქეთს აქვს სირიაში ქურთულ დანაყოფებთან მიმართებაში, მაგრამ ახლა ჩვენი მიზანია ზეწოლა განვახორციელოთ „ისლამურ სახელმწიფოზე“ და ტერორისტების წინააღმდეგ სამხედრო კამპანია განვაგრძოთ“, - განაცხადა ჯეიმს მეტისმა.
პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, აშშ შეშფოთებულია იმით, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლიდან ყურადღების გადატანა ხდება.
„ჩვენ ურთიერთმოქმედებაში ვართ თურქეთთან უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე. თურქეთი ჩვენი მოკავშირეა ნატო-ს ფარგლებში და ჩვენ მასთან განვიხილავთ ამ საკითხებს ყველა დონეზე“, - დასძინა ჯეიმს მეტისმა.