აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ-უმცროსმა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკა გააკრიტიკა.
„ჩვენ მიგრანტები უნდა მივიღოთ და მადლობა გადავუხადოთ იმ სამუშაოს შესრულებისთვის, რომელზეც ამერიკელები უარს ამბობენ. ამერიკელებს არ სურთ პაპანაქება სიცხეში ბამბის კრეფა, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საკუთარ ოჯახებში საკვების მიტანა სურთ და მზად არიან ეს სამუშაო შეასრულონ“, - განაცხადა აშშ-ს ექს-პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ამ ადამიანების სახლი ამერიკაა და სხვა სახლი მათ არ გააჩნიათ.