იან კელი: აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს ეჭვქვეშ არავინ უნდა დააყენოს

იან კელი: აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს ეჭვქვეშ არავინ უნდა დააყენოს

ჩვენ მხარს ვუჭერთ, საქართველოს გადაწყვეტილებას გახდეს ნატო-ს წევრი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველის, ლუკ კოფის მოსაზრებების შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს არავინ უნდა დააყენოს ეჭვქვეშ.

"რა იგულისხმებოდა ზუსტად ამ განცხადებაში, ეს ალბათ კოფის უნდა კითხოთ, რადგან სწორედ ის არის ამ მოხსენების ავტორი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებას, რომ გახდეს ნატო-ს წევრი. ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილება უნდა იყოს, თუ რას გააკეთებს", - განაცხადა კელიმ.

რაც შეეხება კითხვას, თუ რა რეაგირება ექნება რუსეთის მხრიდან საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას, კელის თქმით, ნატო არავისთვის წარმოადგენს რისკს.

"ეს უნდა ჰკითხოთ რუსეთს. ნატო არ არის რისკი არც რუსეთისთვის და არც ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის. ჩვენ არ უნდა დავაფუძნოთ ჩვენი გადაწყვეტილებები იმაზე, თუ რას ფიქრობს რუსეთი. ნატო-ს აქვს ღია კარის პოლიტიკა. როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა თქვა, საქართველოს აქვს ყველანაირი ინსტრუმენტი, გახდეს ნატო-ს წევრი",- განაცხადა კელიმ.