თვითმხილველების ინფორმაციით, ნაძალადევში მოსწავლეებს შორის ჩხუბის დროს, შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 40-მდე მოზარდი იმყოფებოდა

თვითმხილველების ინფორმაციით, ნაძალადევში მოსწავლეებს შორის ჩხუბის დროს, შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 40-მდე მოზარდი იმყოფებოდა

ნაძალადევის რაიონში, სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი ჩხუბის თვითმხილველები ყვებიან, რომ დაპირისპირებისას, შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 40-მდე მოზარდი იმყოფებოდა.

როგორც კერძო სკოლა „პეგასის“ თანამშრომლებმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადეს, მოსწავლეები მე-12 სკოლის ეზოში იყვნენ შეკრებილი.

თვითმხილველებისთვის უცნობია, მოსწავლეები კონკრეტულად რომელი სკოლების მოსწავლეები იყვნენ.

ამასთან, სკოლა „პეგასის“ თანამშრომლების თქმით, სიტუაციაში დროულად ჩაერთო მე-12 სკოლის მანდატურის სამსახური და სწორედ მან გამოიძახა საპატრულო პოლიცია.