სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი უნდა დარეგულირდეს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი უნდა დარეგულირდეს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი უნდა დარეგულირდეს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში, - ამის შესახებ მმართველი პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

„ისტორიულ მიწებზე დაბრუნება ჩვენი პოლიტიკური და სტრატეგიული მიზანია. ჩვენ არასოდეს დავუშვებთ ჩვენს მიწებზე მეორე სომხური სახელმწიფოს შექმნას“, - განაცხადა აზერბაიჯანის ლიდერმა.

ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ სომხეთი ყველა რეგიონალურ პროექტს ჩამოშორებულია.

„სომხეთის იზოლირების პოლიტიკა მანამ გაგრძელდება, ვიდრე ჩვენი მიწები არ გათავისუფლდება“, - დასძინა მან.