სინოპტიკოსების პროგნოზით, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოდან აცნობეს, 8 თებერვალს, დღის მეორე ნახევრიდან და 9 თებერვალს დღის პირველ ნახევარში შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ქარი და ქარბუქია მოსალოდნელი.