მგონი ზოგიერთ პოლიტიკოსს უხარია დანაშაულის შესახებ ამბის გაგება, რადგან ატყდება ხოლმე ჟრიამული და ყველა ფაქტი მათი პიარკამპანიის ნაწილი ხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ კრიმინალის გაზრდასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბარლდებების პასუხად განუცხადა.
მისი თქმით, პრობლემების მიმართ და კრიმინალთან ბრძოლაში შსს–ს ქმედება ადეკვატურია. „ძალიან სამწუხაროა თითოეული შემთხვევა, თუმცა, ხედავთ რამდენად ადეკვატურია შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ გამოწვევებისა და პრობლემების მიმართ. პრობლემებზე ჩვენ თავად ვსაუბრობთ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის საფუძველი იმისა, რომ საბოლოოდ, ჩვენ კრიმინალთან ბრძოლაში მივაღწიოთ წარმატებას“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.