დასავლეთის ქვეყნები, უპირველეს ყოვლისა აშშ, ჯიუტად ეწინააღმდეგებიან მრავალპოლარული მსოფლიოს ფორმირების პროცესს

დასავლეთის ქვეყნები, უპირველეს ყოვლისა აშშ, ჯიუტად ეწინააღმდეგებიან მრავალპოლარული მსოფლიოს ფორმირების პროცესს

დასავლეთის ქვეყნები, უპირველეს ყოვლისა ამერიკის შეერთებული შტატები ჯიუტად ეწინააღმდეგებიან მრავალპოლარული მსოფლიოს ფორმირების პროცესს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, ვითარება მსოფლიოში არ მარტივდება. მიმდინარეობს მრავალპოლარული საერთაშორისო არქიტექტურის ფორმირების პროცესი. ჩნდება ეკონომიკური ზრდისა და ფინანსური სიძლიერის ახალი ცენტრები, ასევე სფეროებში წარმატებებთან დაკავშირებული პოლიტიკური გავლენის ახალი ცენტრები“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, ეს ობიექტური პროცესია, რაც ასახავს თანამედროვე მსოფლიოს კულტურულ-ცივილიზაციურ მრავალფეროვნებას, ასევე ხალხების ბუნებრივ უფლებას, თავად განსაზღვრონ საკუთარი ბედი. 

„სამწუხაროდ, ეს პროცესი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა და უპირველეს ყოვლისა აშშ-ს მხრიდან ჯიუტ წინააღმდეგობას აწყდება,“ - აღნიშნა ლავროვმა და დაამატა, რომ დასავლეთი ძალიან მტკივნეულად იღებს მსოფლიოში ასწლეულების განმავლობაში დომინირების დაკარგვას და ახლა უწევთ იმის ყურება, თუ როგორ აღარ გამოსდით ყველა პრობლემის გადაჭრა და საკუთარი ნების ყველასთვის კარნახი.

ლავროვის შეფასებით, ეს პროცესი არ არის სწრაფი და შეიძლება არაერთი ათწლეული დასჭირდეს, მაგრამ უკვე რეალობა ხდება.