კობა კობალაძე დოდო გუგეშაშვილთან დაკავშირებით - შემზარავი ფაქტი მოხდა - მე ამ ეტაპზე ვარაუდი არ შემიძლია, რა მოხდა

კობა კობალაძე დოდო გუგეშაშვილთან დაკავშირებით - შემზარავი ფაქტი მოხდა - მე ამ ეტაპზე ვარაუდი არ შემიძლია, რა მოხდა

პარლამენტის წევრის კობა კობალაძის განცხადებით, დოდო გუგეშაშვილთან დაკავშირებით შემზარავი ფაქტი მოხდა, თუმცა ჯერ კონკრეტულ მიზეზებზე ვერ ისაუბრებს. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, იმედი აქვს, რომ მომხდარზე კონკრეტული პასუხები მალე იქნება.

„შემზარავი ფაქტი მოხდა და ამის შესახებ იმდენი ვიცი, რამდენიც მედიით გაჟღერდა. ალბათ შესაბამისი მოკვლევა განხორციელდება და სავარაუდო ვერსიები და კონკრეტული პასუხები გვექნება. მე ამ ეტაპზე ვარაუდი არ შემიძლია, რა მოხდა. დოდო გუგეშაშვილი არის ყველასთვის ცნობილი, მასთან გვქონდა ურთიერთობის გარკვეული ისტორია, კარგი პროფესიონალი იყო და გვაქვს იმედი, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინება“, - განაცხადა კობა კობალაძემ.

მისი თქმით, როგორც ვეტერანთა კავშირის წევრებს, ასევე დოდო გუგეშაშვილსაც გარკვეული სოციალური პრობლემები ქონდა.

„ვეტერანთა კატეგორია და ვეტერანები არიან საზოგადოების ნაწილი, რომელთაც აქვს დამსახურება და არ იყო სათანადო ყურადღება მათ მიმართ, სოციალურ მდგომარეობაზე შემიძლია ვთქვა, რომ მძიმე სოციალური ფონია, კონკრეტულად რა იყო ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთმანეთს ვეხმარებოდით და ვანუგეშებდით“, - განაცხადა კობა კობალაძემ.