ბოლოდროინდელი წარუმატებლობის მიუხედავად, „ისლამური სახელმწიფო“ კვლავ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს

ბოლოდროინდელი წარუმატებლობის მიუხედავად, „ისლამური სახელმწიფო“ კვლავ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დამარცხდა და დაფინანასების 90% დაკარგა, თუმცა კვლავინდებურად წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის ახალ მოხსენებაშია ნათქვამი.

ამასთან, ანტონიუ გუტერეშმა ქვეყნებს მოუწოდა შეინარჩუნონ სიფხიზლე ტერორიზმთან ბრძოლაში.

„მიუხედავად იმ წარუმატებლობისა, რომელსაც ბოლო დროს „ისლამური სახელმწიფო“ განიცდის, ეს დაჯგუფება და მისი განშტოებები ჯერ კიდევ წარმოადგენენ სერიოზულ საფრთხეს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში“, - განაცხადა გენმდივანმა.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში დაჯგუფებამ სტრატეგიული მარცხი განიცადა ერაყში, სირიის არაბულ რესპუბლიკასა და ფილიპინების ჩრდილოეთში, რის გამოც იძულებული გახდა დაეტოვებინა ძირითადი პუნქტები.

ანტონიუ გუტერეშის აზრით, „ისლამურმა სახელმწიფომ“ უარი თქვა ტერიტორიების დაკავებასა და შენარჩუნებაზე და კვლავინდებურად აქცენტს საგარეო ტერაქტებზე აკეთებს.

გაერო-ს გენმდივანი მიიჩნევს, რომ მომავალში ორგანიზაცია ფსონს გააკეთებს უფრო კომპაქტურ და უფრო მოტივირებულ ჯგუფებზე, რომლებიც საომრად და ტერაქტების მოსაწყობად მზად იქნებიან. მისი თქმით, მიუხედავად „ისლამური სახელმწიფოს“ გლობალური პროპაგანდის მანქანის დაშლისა, მისი წევრები კვლავ ჭკვიანურად იყენებენ სოციალურ ქსელებს, კომუნიკაციის დაცულ საშუალებებსა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებს ერთმანეთთან კავშირისთვის, მოქმედების კოორდინირებისა და ტერორისტულ აქტებში თანამონაწილეობისათვის.