ზამთრის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე ამერიკულ დელეგაციას ივანკა ტრამპი უხელმძღვანელებს

ზამთრის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე ამერიკულ დელეგაციას ივანკა ტრამპი უხელმძღვანელებს

აშშ-ს პრეზიდენტის ქალიშვილი, მისი უფროსი მრჩეველი ივანკა ტრამპი ზამთრის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე ამერიკულ დელეგაციას უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ტელეარხი CNN თეთრ სახლში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მისი ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა პირადად მიმართა ქალიშვილს შესაბამისი თხოვნით. ის ასევე გეგმავს, დაესწროს რამდენიმე შეჯიბრს, რომელშიც ამერიკელი სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას.

თეთრი სახლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ამერიკულ დელეგაციას ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი უხელმძღვანელებს.

ზამთრის ოლიმპიური თამაშები სამხრეთ კორეის ქალაქ ფხენჩხანში 9-25 თებერვალს გაიმართება.