პუტინმა „სამხრეთ ოსეთთან“ იმ შეთხმების რატიფიცირება განახორციელა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო

პუტინმა „სამხრეთ ოსეთთან“ იმ შეთხმების რატიფიცირება განახორციელა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთსა და ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთს“ შორის შეთანხმების რატიფიცირება განახორციელა „ცალკეული ქვედანაყოფის რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ჩართვის წესის შესახებ“.

შეთახმება ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთსა“ და რუსეთს შორის მოსკოვში 2017 წლის 31 მარტს გაფორმდა. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან აღნიშნულ საკითხზე შეთანხმების რატიფიცირება დაგმო.

„ჩვენ არ ვცნობთ ე.წ. შეთანხმებას, რომელიც არ წარმოადგენს ნამდვილ საერთაშორისო შეთანხმებას“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. მათივე შეფასებით, შეთანხმების რატიფიცირება შეუთავსებელია იმ პრინციპებთან, რომლებიც ჩადებულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიაში.