ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთთან შეთანხმების რატიფიცირება განახორციელა

ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთთან შეთანხმების რატიფიცირება განახორციელა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს - აფხაზეთს შორის შეთანხმების რატიფიცირება განახორციელა, რომელიც აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები რუსეთის ცალკეული კატეგორიის მოქალაქეების მედიკამენტებითა და სამედიცინო ნაწარმით უზრუნველყოფის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

შეთანხმება 2017 წლის 22 ივნისს მოსკოვში გაფორმდა. დოკუმენტი მიმართულია რუსეთის მოქალაქეთა უფლებების უზრუნველსაყოფად, რომლებიც აფხაზეთში მუდმივად ცხოვრობენ და ამბულატორიული მკურნალობისას რეცეპტით მედიკამენტებისა და სამედიცინო ნაწარმის მიწოდების უფლება აქვთ.

შეთანხმების თანახმად, რუსეთის ფედერაცია აფხაზეთის მიერ შეტყობინების საფუძველზე, ითვალისწინებს და მიმართავს ოკუპირებულ რესპუბლიკაში ფინანსური ფინანსურ დახმარებას და აფხაზეთის მიერ წამლებით უზრუნველყოფის ამოცანის რეალიზაციას ამოწმებს.