გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო

გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საქართველოს მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს ქართულ დელეგაციას საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე, რომელიც დღეს ევროპულ საბჭოში გაიმართება.

მათივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი უკვე ევროპულ საბჭოში იმყოფება, სადაც მას საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დაწყებამდე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი სამუშაო საუზმეზე მასპინძლობს.