მანდატურს დამრღვევი მოსწავლის შეყოვნება მაქსიმუმ 3 საათით შეეძლება

მანდატურს დამრღვევი მოსწავლის შეყოვნება მაქსიმუმ 3 საათით შეეძლება

მანდატურს დამრღვევი მოსწავლის შეყოვნება მაქსიმუმ 3 საათით შეეძლება. ამის შესახებ "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტშია ნათქვამი. კანონით ფართოვდება მანდატურის სამსახურის უფლებამოსილებები. მანდატურის ფუნქციებში შემოდის შეყოვნების მექანიზმი და მას შეეძლება დისციპლინური ან სხვა დარღვევის შემთხვევაში მოსწავლე შეაყოვნოს და განცალკევებით ამყოფოს მისი მშობლის ან კანონიერი წარმომადგებლის სკოლაში მისვლამდე.

"შეყოვნების მექანიზმი ამოქმედდება და გამართლებული იქნება მაშინ, თუ მოსწავლის ქმედებით საფრთხე ექმნება სასწავლო პროცესის უწყვეტობას, ანდა პირთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. შეყოვნების მაქსიმალური პერიოდი იქნება 3 საათი. სკოლაში მოსწავლეთა შორის კონფლიქტის განეიტრალებისა და სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელების პრევენციის მიზნით, მანდატურს, სამართალდარღვევის არ არსებობის შემთხვევაში მოზარდის შეყოვნებისა და მშობლისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინების, სამართალდარღვევის შემთხვევაში კი, პოლიციისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულება ექნება", - განაცხადა პრეზენტაციაზე განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა.