იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძეს ქართველი სუმოისტის, ლევან გორგაძის გამარჯვება მიულოცა

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძეს ქართველი სუმოისტის, ლევან გორგაძის გამარჯვება მიულოცა

ქართველი სუმოისტის ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) გამარჯვებასთან დაკავშირებით, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტარო კონომ საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს მისალოცი წერილი გამოუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში იაპონიის საელჩო ავრცელებს.

„გულითა და სულით გილოცავთ 2018 წლის სუმოს ჰაცუ-ბაშოზე (პირველ ტურში) ქართველი სუმოისტის, ტოჩინოშინის გამარჯვებას. მისი წარმატება ძალიან სასიხარულოა და აღსანიშნავია ჩვენი ქვეყნების მეგობრული ურთიერთობის ისტორიაში. ვუსურვებ მას მომავალშიც წარმატებებს და ჩვენს ქვეყნებს ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, – ნათქვამია მისალოც წერილში.

შეგახსენებთ, რომ ქართველი სპორტსმენი ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე იმპერატორის თასის მფლობელი გახდა. ამ ჯილდოთი ლევან გორგაძემ საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა.