ამერიკელების შემოსავლები იზრდება, იქმნება სამუშაო ადგილები, მაგრამ აშშ-ში 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის განხილვა ურჩევნიათ

ამერიკელების შემოსავლები იზრდება, იქმნება სამუშაო ადგილები, მაგრამ აშშ-ში 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის განხილვა ურჩევნიათ

ამერიკელების შემოსავლები იზრდება, იქმნება სამუშაო ადგილები, მაგრამ აშშ-ში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის განხილვა ურჩევნიათ, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„სამუშაო ადგილების კუთხით შესანიშნავი მაჩვენებლებია და როგორც იქნა, წლების შემდეგ ხელფასი იზრდება. მაგრამ ამაზე არავინ საუბრობს. მხოლოდ რუსეთი, რუსეთი, რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი გარიგება არ დადგენილა“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის მხრიდან ჩარევას გამოძიების ფედერალური ბიურო, სპეციალური პროკურორის, რობერ მუელერის აპარატი და სენატისა და წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტები ატარებენ.