ირანის მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში ქვეყანას შეუძლია ბირთვული იარაღი შექმნას

ირანის მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში ქვეყანას შეუძლია ბირთვული იარაღი შექმნას

ქვეყნის მთავრობის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში ირანს შეუძლია ბირთვული იარაღი შექმნას, - ამის შესახებ პენტაგონის მიერ გუშინ გავრცელებულ აშშ-ს განახლებულ ბირთვულ დოქტრინაშია საუბარი. 

„ირანი დათანხმდა შეეზღუდა თავისი ბირთვული პროგრამა ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ამასთანავე, ირანი ინარჩუნებს ტექნოლოგიურ შესაძლებლობას შექმნას ბირთვული იარაღი ერთი წლის განმავლობაში, თუკი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებული ბევრი შეზღუდვის მოქმედების ვადა 2031 წლისთვის ამოიწურება. დოკუმენტის მიხედვით, ირანი აგრძელებს ახლო აღმოსავლეთში ყველაზე მსხვილი ბალისტიკური რაკეტების გამომუშავების პროგრამაზე მუშაობას და მომავალში ასეთი რაკეტებით მუქარის შესაძლებლობა ექნება მასზე დაყენებული ბირთვული ქობინების საშუალებით.

„უფრო ზუსტი ბალისტიკური რაკეტების შემუშავება შესაძლებლობას აძლევს ირანს დაემუქროს აშშ-ს ჯარებს, მათ მოკავშირეებსა და პარტნიორებს რეგიონსა და მის გარეთ. თუ ირანი მოინდომებს ბირთვულ იარაღს, რეგიონის ქვეყნების მხრიდან საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნაზე მოთხოვნა გაიზრდება“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

დოქტრინაში ასევე ნათქვამია, რომ ფხენიანის მხრიდან ბირთვული იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების რეალიზება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონსა და მთელს მსოფლიოში მშვიდობისთვის საფრთეს წარმოადგენს.