რექს ტილერსონი: დასავლეთი ფრთხილად უნდა იყოს ისეთ ქვეყნებთან, როგორიც რუსეთია

რექს ტილერსონი: დასავლეთი ფრთხილად უნდა იყოს ისეთ ქვეყნებთან, როგორიც რუსეთია

ამერიკის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი რუსეთს იმის გამო საყვედურობს, რომ იარაღსა და სამხედრო ტექნიკას აწვდის დასავლეთ ნახევარსფეროს ისეთ ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერენ დემოკრატიული ფასეულობების მოწინააღმდეგე რეჟიმებს. ამის შესახებ მან ტეხასში, ქალაქ ოსტინის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

„რუსეთის მზარდი ყოფნა რეგიონში საგანგაშოა, რადგან რუსეთი განაგრძობს იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გაყიდვას არამეგობრულ რეჟიმებზე, რომლებიც არ იზიარებენ ან პატივს არ სცემენ დემოკრატიულ ფასეულობებს“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

ტირლერსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთი ფრთხილად უნდა იყოს ისეთ ქვეყნებთან, როგორიც რუსეთი და მისი პოლიტიკაა და რომელიც მიმართულია დემოკრატიული ფასეულობების მოსპობისკენ.