რუსეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, პუტინის რეიტინგი 70-პროცენტიან ზღვარს პირველად ჩამოცდა

რუსეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, პუტინის რეიტინგი 70-პროცენტიან ზღვარს პირველად ჩამოცდა

ვლადიმერ პუტინის ელექტორალური რეიტინგი მისი საარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ პირველად ჩამოცდა 70%-იან ზღვარს. ინფორმაციას რუსეთის საზოგადოებრივი აზრის ეროვნული კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

თუ დეკემბრის შუა რიცხვებში გამოკითხულთა 74 პროცენტი მზად იყო,  პუტინისთვის ხმა მიეცა, ახლა ეს რიცხვი 69 პროცენტამდე დაეცა.

გამოკითხვა 26-28 იანვრის პერიოდში ჩატარდა.

პუტინის შტაბში პრეზიდენტის რეიტინგის ვარდნის მიზეზს ვერ ხსნიან.