აშშ-მ „ჰამასის“ პოლიტიკური ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიე საერთაშორისო ტერორისტების სიაში შეიყვანა

აშშ-მ „ჰამასის“ პოლიტიკური ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიე საერთაშორისო ტერორისტების სიაში შეიყვანა

აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტმა პალესტინური ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიე საერთაშორისო ტერორისტების სიაში შეიყვანა. 

გარდა ამისა, ამ სიაში მოხვდნენ ისეთი ტერორისტული დაჯგუფებები, როგორიც არის: „ჰარაკატ ას-საბირინ“, „ჰასმი“ და „ლივა ას-საურა“.

აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნული ზომები ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებში განხორციელდა. გარდა ამისა, აღნიშნული პირები და ორგანიზაციები „შავ სიაში“ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც შეიყვანა. 

აშშ-ს ხელისუფლების მოსაზრებით, „შავ სიაში“ შეყვანილმა პირებმა და ორგანიზაციებმა ჩაიდინეს ან შეუძლიათ ჩაიდინონ ტერაქტები, რომელიც საფრთხეს უქმნის აშშ-ს მოქალაქეებს ან აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკას და ეკონომიკას. 

გასული წლის დეკემბერში ისმაილ ჰანიემ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თაობაზე და პალესტინელებს ახალი ინტიფადისკენ მოუწოდა.