ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის შენაერთები წელს 600-მდე სწავლებას ჩაატარებენ

ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის შენაერთები წელს 600-მდე სწავლებას ჩაატარებენ

ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის შენაერთები მიმდინარე წელს საბრძოლო მომზადების ფარგლებში, 600-მდე ტაქტიკურ მეცადინეობას და სწავლებას ჩაატარებენ. ამის შესახებ სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის უფროსმა ვადიმ ასტაფიევმა განაცხადა.

„სასწავლო ღონისძიებებში გამოყენებული იქნება БТР-82-ის ტიპის თანამედროვე ჯავშანტრასპორტიორები, Т-72Б3-ის ტიპის უახლესი ტანკები, Град-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და Оса-АКМ-ისა და Стрела-10-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსები“, - განაცხდა ასტაფიევმა.

მისი თქმით, ღონისძიებების ნახევარი ღამით ჩატარდება.

აღნიშნული სასწავლო-საბრძოლო ღონისძიებები ხუთ პოლიგონზე - აფხაზეთში მდებარე „ნაგვალოუსა“ და „ცაბალის“, ასტრახანის ოლქში მდებარე „კაპუსტინ იარისა“ და „აშულუქის“ და კრასნოდარის მხარეში მდებარე „მოლკინოს“ პოლიგონზე გაიმართება.