ექიმის ინფორმაციით, დაჭრილი მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ექიმის ინფორმაციით, დაჭრილი მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანილი დაჭრილი მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ ქირურგიული ჩარევა არ ესაჭიროებათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ექიმმა თეა თავართქილაძემ განუცხადა. 

მისი თქმით, პაციენტებს გულმკერდის ზედაპირზე შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა აღენიშნებათ. „ორივეს აღენიშნება გულმკერდის წინა ზედაპირზე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა. დასტურდება, რომ ჭრილობები არის შემავალი. ამ ეტაპზე პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური და ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება. ორივე მათგანი არის 15 წლის. მათ თვითონ მოგვმართეს. სასწრაფოს არ მოუყვანია“, - განაცხადა თეა თავართქილაძემ.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი დაჭრილი მოზარდი რამდენიმე საათის წინ შეიყვანეს. სავარაუდოდ, მოზარდებს ჭრილობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მიაყენეს. ისინი თბილისის #35-ე სკოლის მოსწავლეები არიან. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.