მეტროსადგურ „ვარკეთილში“ შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან სტაციონარი ორმა პაციენტმა დატოვა, დღის ბოლომდე კი, კიდევ 6 დაშავებული გაეწერება.
სამ დაშავებულს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. დღის განმავლობაში ქირურგიული ჩარევა დაგეგმილია რომ ჩაუტარდება კიდევ ერთ პაციენტს. დაშავებულები თბილისის მასშტაბით ოთხ სხვადასხვა კლინიკაში გადიან შესაბამის სამედიცინო მკურნალობას. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,
„ოპტიმალ მედში“ მოათავსეს - 1, „თბილისის ზღვის ჰოსპიტალში“ - 6, „ამტელ ჰოსპიტალში“ – 4, ხოლო ინგოროყვას კლინიკაში -3 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დილით მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ე.წ შეკიდული ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად 14 მოქალაქე დაშავდა. ნაწილს ტვინის შერყევა, ნაწილს კი კიდურების მოტეხილობა აღენიშნება. რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.