გიორგი კვირიშვილმა ბიზნესმენებს მოუწოდა, რომ ახალ ბიზნესომბუდსმენთან კომუნიკაციაში მაქსიმალურად გულწრფელები იყვნენ

გიორგი კვირიშვილმა ბიზნესმენებს მოუწოდა, რომ ახალ ბიზნესომბუდსმენთან კომუნიკაციაში მაქსიმალურად გულწრფელები იყვნენ

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიშვილმა ბიზნესმენებს მოუწოდა, რომ ახალ ბიზნესომბუდსმენთან ირკალი ლექვინაძესთან კომუნიკაციაში მაქსიმალურად გულწრფელები და გახსნილები იყვნენ, - ამის შესახებ კვირიკაშვილმა "საქართველოს ბიზნესასოციაციასთან" შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მან ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ახალი ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე წარუდგინა. პრემიერ-მინისტრმა ლექვინაძეს წარმატებები უსურვა.

"მას აქვს საკმაო გამოცდილება ბიზნესსუბიექტებთან ურთიერთობაში და მინდა მოგიწოდოთ ყველას, რომ ვიყოთ მაქსიმალურად გულწრფელები და გახსნილები მასთან კომუნიკაციაში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

შეხვედრას თბილისის მერი კახა კალაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და სხვები ესწრებიან.