კონგრესმა უნდა მიიღოს კანონი, რომ უცხო ქვეყნებისადმი დახმარება აშშ-ს ინტერესებს შეესაბამებოდეს, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესში ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„გასულ თვეში მე იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ვაღიარე. ამის შემდეგ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ათეულობით ქვეყანამ ამერიკის სუვერენული უფლების წინააღმდეგ მისცა ხმა. ამერიკელი გადასახადების გადამხდელები გულუხვად უგზავნიან ამ ქვეყნებს ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს. ამიტომ, დღეს ვთხოვ კონგრესს მიიღოს კანონი, რომელიც იმას უზრუნველყოფს, რომ ამერიკული ფული, რომელიც საერთაშორისო დახმარებისთვის არის განკუთვნილი, ყოველთვის ამერიკის ინტერესებს ემსახურებოდეს და მხოლოდ ამერიკის მეგობრებს მიეწოდებოდეს“, - განაცხადა ტრამპმა.