პრაღაში დღეს აბაშიძე-კარასინის შეხვედრა გაიმართება

პრაღაში დღეს აბაშიძე-კარასინის შეხვედრა გაიმართება

პრაღაში დღეს აბაშიძე-კარასინის შეხვედრა გაიმართება. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საბაჟო მონიტორინგის შესახებ 2011 წელს დადებული შეთანხმება იქნება.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ქართული მხარე ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით რუსული მხარის პოზიციის გარკვევას შეეცდება.

აბაშიძის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ბრალდებები, რომ ქართული მხარე არ არის მზად ამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს, უსაფუძვლოა. მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე დაინტერესდება თუ რა აქვს რუსულ მხარეს ამ ბრალდებებთან მიმართებაში მხედველობაში.