კახა კალაძე: თბილისის მერია კორუფციის ბუდე “ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო

კახა კალაძე: თბილისის მერია კორუფციის ბუდე “ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო

თბილისის მერია კორუფციის ბუდე “ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის ბრალდებებს მერიის მიერ ჩატარებულ ტენდერებში სავარაუდო კორუფციის არსებობის შესახებ. 

“თბილისის მერია კორუფციის ბუდე იყო “ნაციონალური მოძრაობის“ დროს და იმდროინდელი მერი, ბატონი უგულავა 50 მილიონის მითვისებაზე თუ გაფლანგვაზე იხდიდა სასჯელს, რაც მან აღიარა. ის იყო ჩვეულებრივი კორუმპირებული, გაქსუებული ჩინოვნიკი. თუ რაიმე კონკრეტული ფაქტები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ დავით ნარმანიას დროს იყო კორუფცია თბილისის მერიაში, არსებობს შესაბამისი სამსახურები და ამ ადამიანებს (ოპოზიციას) შეუძლია თუ აქვთ რაიმე კონკრეტული, შესაბამის სამსახურებს მიმართონ“, - განაცხადა კალაძემ “ტვ პირველის“ ეთერში“.