ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ლორა თორნტონს პასუხობს.
მისი თქმით, ეს არის პასუხი ლორა თორნტონის იმ განცხადებაზე, რომელიც ამერიკის პრეზიდენტს და საქართველოს ეხებოდა.
„ძვირფასო ლორა, მე ნუგზარ რუხაძე ვარ, თქვენი თანამოქალაქე, რომელსაც ძალიან უყვარს საქართველოც და ამერიკაც. ორი უბრალო შეკითხვა მაქვს თქვენთან, პირველი, რაში დაგჭირდათ იმის თქმა , რომ ამერიკის პრეზიდენტი ისეთი სულელია, რომ გეოგრაფიაც კი არ იცის? და მეორე: რატომ მოიხსენიეთ საქართველო ასე დამცირებულად და შეურაცხმყოფელად, თქვენს ამასწინანდელ კომენტარში ? ნეტავ, პოლიტიკური აზრი ხომ არ ჩააქსოვეთ იმ ორმაგი ეფექტის მქონე კომენტარში, რომელიც საქართველოში მეხივით გავარდა? არ ვიცი, შეიძლება გაქვთ კიდეც იმის მიზეზი, რომ დონალდ ტრამპი შეურაცხყოთ, მაგრამ ამას გააკეთებთ თუ არა თქვენი საქმეა, მაგრამ მე ვერასოდეს ვერ გავიგებ თუ რატომ მოისურვეთ მთელი ქართველი ხალხისთვის გულის ასე ტკენა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ თქვენმა კომენტარმა თავისი საქმე გააკეთა, მათ შორის პოლიტიკურიც. საქართველო დიდია თუ პატარა ყველამ ვიცით და ამაზე გულს არ ვიწყვეტთ, აი, ძალიან საეჭვოდ კი ის გაჟღერდა, რომ ამერიკა ცდილობს საქართველო წინ წამოსწიოს როგორც ისეთი ქვეყანა, რომელიც სამყაროს ყურადღებას იმსახურებს. თქვენ კი მომენტალურად ჩაჰკალით ამერიკის ეს განწყობა ამ ქვეყნის მიმართ. რატომ გააკეთეთ ეს? ვფიქრობ ორივესთვის გასაგებია , რომ საქართველო ცდილობს თავი დააღწიოს იმ გეოპოლიტიკურ ჩავარდნას , რომლის წინაშე ის ახლახანს აღმოჩნდა და რომ ამის მცდელობისას ის ამერიკას ეყრდნობა. თქვენ აქ ამერიკას წარმოადგენთ და თქვენ გვეუბნებით, რომ ამერიკამ არც კი იცის თუ სად არის საქართველო რუკაზე? შეგიძლია მითხრათ თუ რა განსხვავებაა თქვენს განცხადებას და საქართველოს ყველაზე უარესი მტრების იმ ნარატივის შორის, რომლის მიხედვითაც საქართველო ვერასოდეს განახორციელებს მის ევრო-ატლანტიკურ არჩევანს? თქვენ რა, ცდილობთ , რომ ამ მშვენიერ ქვეყანას ხელი ჰკრათ ისევ იმ ჭაობისკენ , რომელიც მას ყოველდღიურად ითრევს კიდევ უფრო ღრმად ? რამდენი ხანია საქართველოში ხართ? ვეღარ ისწავლეთ აქამდე ამ ქვეყნის და ამ ხალხის სიყვარული? გემუდარებით, პირადად არ მიიღოთ ეს ნათქვამი, მაგრამ იფიქრეთ, გეთაყვა , ოდნავ უფრო დიდხანს და ცოტა უფრო ღრმად.“- განაცხადა რუხაძემ ვიდეო მიმართვაში.