აიათოლა ალი ჰამენეი:  ვაშინგტონმა „ისლამური სახელმწიფო“ სირიელი და ერაყელი ხალხის ჩაგვრის იარაღად აქცია

აიათოლა ალი ჰამენეი: ვაშინგტონმა „ისლამური სახელმწიფო“ სირიელი და ერაყელი ხალხის ჩაგვრის იარაღად აქცია

ამერიკის შეერთებულ შტატებს ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ავღანეთში გადაჰყავს და ამით ცდილობს ახლო აღმოსავლეთში თავისი სამხედრო ძალების ყოფნა გაამართლოს, - ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ჰამენეიმ განაცხადა. 

„ვაშინგტონს, რომელმაც საკუთარი ხელით შექმნა „ისლამური სახელმწიფო“ და ჩაგვრისა და დანაშაულის იარაღად აქცია სირიელი და ერაყელი ხალხის წინააღმდეგ, ახლა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ავღანეთში გადაჰყავს, რათა ამით გაამართლოს რეგიონში მისი სამხედროების ყოფნას. აშშ-ში სურთ, რომ ჩვენი რეგიონი ვერასდროს დაწყნარდეს, რომ მთავრობები და ხალხები ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლამ შთანთქას“, - აღნიშნავს ჰამეინი.

მისი თქმით, სწორედ აშშ-ს პოლიტიკა წარმოადგენს ავღანეთში საფრთხის მთავარ წყაროს. მანვე აღნიშნა, რომ მკვლელობები, რომლებიც იქ ბოლო 20 წლის განმავლობაში ხდებოდა, „ცხადად ან ფარულად ამერიკელების დამქაშების მიერ იყო ორგანიზებული“.

„ახლა სურთ თავიანთი იქ ყოფნის გამართლება. ისინი პოლიტიკური და ეკონომიკური მიზნების მისაღწევად ვითარების დესტაბილიზაციას ახდენენ. ბოლო სისხლიანი ტერაქტები ავღანეთში ამ გეგმის განხორციელების დასაწყისია“, - მიიჩნევს ჰამენეი.

შეგახსენებთ, რომ ერთ კვირაში ავღანეთში 2 ტერაქტი მოხდა. 27 იანვარს ქაბულში მომხდარი ტერაქტისას 103 ადამიანი დაიღუპა და 235 დაიჭრა. 20 იანვარს სასტუმრო „ინტერკონტინენტალზე“ თავდასხმას კი 43 ადამიანი ემსხვერპლა. ორივე მათგანზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო.
ავღანეთში ამჟამად დაახლოებით 15 000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება, სირიაში- 2 000-მდე, ხოლო ერაყში - 5 200-მდე.