ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ნაურუს პრეზიდენტს შეხვდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ნაურუს პრეზიდენტს შეხვდა

ნაურუს რესპუბლიკაში “ოფიციალური ვიზიტით” მყოფი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე ნაურუს პრეზიდენტს ბარონ ვაქას შეხვდა. ამის შესახებ კოვემ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა.

“დღეს გვქონდა პროდუქტიული შეხვედრა ნაურუს პრეზიდენტ ბარონ ვაქასთან. ჩვენ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ”, - წერს ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი.

“ოფიციალური” შეხვედრების გარდა, ოკუპირებული აფხაზეთის “დელეგაციამ” არაოფიციალური შეხვედრა “მის ნაურუსთანაც” გამართა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის “დელეგაცია” ნაურუს რესპუბლიკაში 25 იანვარს ჩავიდა, სადაც ნაურუს დამოუკიდებლობის გამოცხადების 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. “ვიზიტი” 4 თებერვლამდე გაგრძელდება.