პირველად სუმოს ისტორიაში, ქართველი იმპერატორის თასის მფლობელია! ტოჩინოშინი იგივე ლევან გორგაძემ საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა.
იაპონიაში "ჰაცუ ბაშოს" სუმოისტთა ტურნირზე ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, 13 გამარჯვებით და 1 მარცხით ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გახდა გამარჯვებული, მას შემდეგ, რაც დღეს იაპონელ შოჰაზანს დაუპირისპირდა. ქართველმა ამ ორთაბრძოლაშიც გაიმარჯვა და ხმამაღალი სენსაცია გამოაცხო.
გორგაძე მე-3 ევროპელია, რომელმაც ამ ტიტულის მოპოვება შეძლო. მაგრამ ასე სენსაციურად არავის მოუპოვებია, რადგან მან როგორც მე-3 მაეგაშირამ შეძლო ეს. ხოლო რაც შეეხება ამ ტურნირს, ის ყველაზე პრესტიჟულია იაპონელთა ეროვნული ჭიდაობის, სუმოს სამყაროში.